2013 წლის 16 იანვარს 15 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განხილეს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“, საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ასევე საბჭოს წევრებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.