ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხი

22 ივლისი 2009
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ელექტრონულ (ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებ-გვერდი - www. humanrights.ge) და ბეჭდურ მედიაში (გაზეთი ,,ალია” 18-20 ივლისი, 2009 წლის #83) ყოვლად დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება ზემოაღნიშნულ მედიასაშუალებებს და განმნარტავს, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ კოტე კაპანაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის მიმართ დისციპლინური დევნა არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება კონკრეტულად, აღნიშნული საქმის ირგვლივ ადვოკატებისა და სხვათა მხრიდან ელექტრონულ მედიასა და პრესაში გავრცელებულ განცხადებებს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უსაფუძვლო, მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და წარმოადგენს მართლმსაჯულების მიმართ არაჯანსაღ კრიტიკას.