საქართველოში ქვეყნის მთლიანობისათის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ საბჭოს წევრებთან ერთად შეამკო.
,,ეს არის საქართველოსთვის ძალზე დიდი ტკივილი, მაგრამ მთავარია ქართველებმა იმედი არ დავკარგოთ და ყველას გვქონდეს იმედი, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია და ის აუცილებლად დაუბრუნდება დედა სამშობლოს. დღეს, როგორც ყველა ქართველემა, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც პატივი მიაგო იმ გმირებს, რომლებიც დაიღუპნენ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში“.- განაცხადა ლევან მურუსიძემ.