2012 წლის 9-11 მაისს USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ხელშეწყობით მართლმსაჯულების საბჭოების ევროპულმა ქსელმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე გენერალურ ასამბლეაზე დუბლინში, ირლანდიაში მიიწვია. მან მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში, რითაც შესაძლებელი გახდა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარება.
ENCJ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების საბჭოებს აერთიანებს და წარმოადგენს მათ ევროკავშირში. ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს შეხვედრებს, სადაც განიხილება ევროკავშირის ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამართულ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და შესაბამისად იძლევა დამატებით საშუალებებს საქართველოს მართლმსაჯულების ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით.