საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ,,საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში” შეტანილი ცვლილებების თანახმად საბჭოს მდივანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.