საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შორენა მეზურნიშვილი ესწრებოდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.