საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის ხელმძღვანელს ილარს კრისტიან სუნდეს და ღრმა მწუხარება გამოთქვა, 2011 წლის 22 ივლისს, ქ. ოსლოს ცენტრში მომხდარი აფეთქებისა და კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული შემზარავი თავდასხმის თაობაზე.