21-23 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,საქართველოს ევროპული გზა”. საბჭოს მდივანმა კონფერენციაზე სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების პარლამენტებისა და მთავრობების, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.