2015 წლის 18 იანვარს, ააიპ საქართველოს სოლიდარობის ფონდმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების თანამშრომლებს, 2014 წელს საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის - ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციების მაღალი მოცულობებისთვის - მადლობის სერტიფიკატი გადასცა.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი, რომლის ლოზუნგია ,,სიკეთე გადამდებია“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდში ნებაყოფლობით დონაციის სურვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და საერთო სასამართლოებმაც გამოთქვეს სხვადასხვა უწყებებთან ერთად .
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთო სასამართლოების თანამშრომლები დაფასებისათვის მადლობას უხდიან სოლიდარობის ფონდს.