ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმა

14 აგვისტო 2012

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმა.

დისციპლინური წარმოებისათვის სპეციალური ფორმების არსებობის პრაქტიკა მრავალ ქვეყანაში არის დანერგილი. ახალი ფორმა ხელს შეუწყობს ეფექტური და ხარისხიანი დისციპლინური წარმოების განვითარებას.

გაითვალისწინეთ, რომ 2012 წლის 01 სექტემბრიდან დისციპლინური საჩივარი (განცხადება) აუცილებელია წარმოდგენილი იყოს დამტკიცებული ფორმით. ფორმის დაუცველად შემოტანილი საჩივრები (განცხადებები) არ განიხილება.

დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმა ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე. იგი ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში. ფორმას თან ერთვის მისი შევსების ინსტრუქცია.

დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმასთან დაკავშირებით შეკითხვის, შენიშვნის ან რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტს ნომერზე (+995 32) 227-31-12 ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე council@hcoj.gov.ge

 

დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ფორმა

დისციპლინური საჩივრის (განცხადების) შევსების ინსტრუქცია

 

დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ელექტორნული ფორმა