ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება

17 ივლისი 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წლის 17 ივლისს, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 131 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე, თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
1. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია  - 1 საშტატო ერთეული;
2. სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - 1 საშტატო ერთეული;
3. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - 1 საშტატო ერთეული;
4. საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია  - 1 საშტატო ერთეული.

აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნის მსურველმა მოსამართლეებმა შესაბამისი განაცხადი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მატერიალური სახით ან გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: t.japaridze@hcoj.gov.ge; t.magradze@hcoj.gov.ge.