ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება

04 აგვისტო 2008

• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღებას.


• მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის საბუთები მიიღება 2008 წლის 12 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა, 10:30-დან 18:30 საათამდე (შესვენება 14-დან 15 სთ-მდე) შემდეგ მისამართზე _ ბოჭორმის ქ. #12, პირველი სართული.

• გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, ნიშნების ფურცელი) დედანი და ასლი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4).



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. #12

ტელ.: 27 31 00 + შიდა 219 ან 125 ტელ./ფაქსი.: 27 31 13, 27 31 12