ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს 2016 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

19 დეკემბერი 2016

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ სასამართლო სისტემის 2016 წლის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მან შეხვედრის მონაწილეებთან პრეზენტაციის ფორმატში ვრცლად მიმოიხილა  უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობები, რომელიც  მიზნად ისახავდა რეფორმის ოთხი შემდეგი ძირითადი მიმართულების- მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა; მართლმსაჯულების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ნდობა - პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვას.

შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ  მიმოიხილა სასამართლო სისტემის სამომავლო გეგმები და  მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, განსახორციელებელი აქტივობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

უახლოეს მომავალში უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ანალოგიური სახის შეხვედრას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართული ფაილის სახით.