პროექტ - HELP 28-ში - ფარგლებში, ევროპის საბჭომ გამოაცხადა სატენდერო განაცხადების მიღება ევროპის ადამიანის უფლებების სტანდარტებზე კურიკულუმის შემუშავებაში საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭო ეძებს კონსულტანტებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კურიკულუმების შემუშავებაში შემდეგ საკითხებში:
- ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ,
- მონაცემების დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები,
- შრომითი უფლებები,
- ადამიანის ხელშეუხებლობის უფლება.
განაცხადები მიიღება 2015 წლის 2 მარტამდე.
სრული ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსალოდნელი მომსახურების, ასევე თუ ვის აქვს განაცხადის შეტანის უფლებამოსილება და შერჩევის კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ევროსაბჭოსა და ბრიუსელის ვებ-გვერდზე: www.coe.int; www.eurobrussels.com.