ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლო სისტემის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეხვედრა გაიმართა

23 მარტი 2017

2017 წლის 22-23 მარტს სასტუმრო ,,Rooms Hotel Tbilisi-ში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლო სისტემის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეხვედრა გაიმართა, სადაც კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ სასამართლო სისტემის სტრატეგიის ორი წლიან სამოქმედო გეგმის მთავარ აქტივობებსა და ინდიკატორებზე.

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერას უწევს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ), ევროკავშირის პროექტი „მართლმსაჯულების რეფორმირების მხარდაჭერა“ და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG, USAID). სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ჯგუფის მომხსენებლებთან ერთად ფასილიტაციას უწევდა ,,სინერჯი“ ჯგუფი.

შეგახსენებთ, რომ მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროცესის ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, სამი შტოს მონაწილეობით შეიქმნა კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედის, კოალიცია „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობისთვის“, სახალხო დამცველი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.