საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი - ნომერზე 15 45 - მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს.
სასამართლოს მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალია სატელეფონო კომუნიკაციის მოთხოვნა, ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანი კი ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფაა.
ქოლ-ცენტრის მომსახურება დაინტერესებულ პირებს დაეხმარება დაზოგონ დრო და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ მოინახულა.
განახლებული ქოლ-ცენტრის მუშაობას გაეცნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხია.