2011 წლის 22 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა სემინარი, რომლის ძირითადი თემა იყო ,,სასამართლო მედიაცია". სემინარს ესწრებოდნენ საბჭოს წევრი - ლაშა კალანდაძე, საერთო სასამართლოების მოსამართლეები, პროექტის ხელმძღვანელი - მოსამართლე რენატე ვინტერი და პროექტის ექსპერტი - მოსამართლე სუზან კლაინდისტი .
შეხვედრაზე განიხილეს სასამართლო და არასასამართლო მედიაციის დანერგვა და განვითარება საქართველოში. იმსჯელეს მედიაციასა და სასამართლო პროცესს შორის განსხვავებებზე, მედიატორის ქცევასა და მედიაციის მექანიზმებზე, ასევე ოჯახური დავების განხილვისას მედიაციის პროცესებზე. სემინარზე უცხოელი კოლეგების მიერ წარმოდგენილი იყო მედიაციის ავსტრიული მოდელი.
შეხვედრის დასასრულს შეჯამდა განხილული საკითხები. აღნიშნულ თემაზე მორიგი სემინარი 2011 წლის 24 ნოემბერს გაიმართება.