2011 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, საბჭოს წევრი ლაშა კალანდაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები შეხვდნენ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანს ირაკლი ბურდულს, ,,სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ (giz–ს) ჯგუფის ხელმძღვანელს – ფოლკერ შტამპეს, ამავე ჯგუფის სამართლის ექსპერტს – ნონა გელაშვილს, ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის“ (EAST.WEST MANAGEMENT INSTITUTE) მრჩეველს და იურიდიული განათლების სპეციალისტს - სოფო ტყემალაძეს, იმავე პროექტის სპეციალისტს, სამართლის დოქტორ გიორგი ჯუღელსა და ადვოკატებს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული სამუშაო შეხვედრა შეეხებოდა სასამართლო და არასასამართლო მედიაციის დანერგვას და განვითარებას საქართველოში. იმსჯელეს, თუ რა სახის დავებისათვის არის სავალდებულო სასამართლო მედიაცია. მონაწილეები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სასურველი იქნებოდა მედიაციის ინსტიტუტის შემოღება ჩვენს ქვეყანაში და ამ ინსტიტუტის პროცედურების ათვისება.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები და თანამშრომლობა გაგრძელდება და მომზადდება შესაბამისი კანონმდებლობა.