ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასამართლოს მანდატურის თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა

18 თებერვალი 2008
 საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის - 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო _ 1000 ლარი); სასამართლოს მანდატურის სამსახურის ცვლის უფროსის - 4 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო _ 750 ლარი) და სასამართლის მანდატურის - 13 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო – 650 ლარი) თანამდებობებზე.

სასამართლო მანდატურის სამსახურის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატთა საბუთების მიღება 18 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით თბილისის საქალაქო სასამართლოში იწარმოებს.

კონკურსი ეწყობა იმ პირებს შორის, რომლებიც შეიტანენ განცხადებას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დააკმაყოფილებენ საკონკურსო მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ, როგორც სახელმწიფო მოსამსახურეებმა (დაკავებული სახელმწიფო თანამდებობის მიუხედავად), ისე პირებმა, რომლებიც არ იმყოფებიან სახელმწიფო სამსახურში, არიან საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვთ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.

`საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად, მისაღები კანდიდატების ასაკი განსაზღვრულია 22-დან 50 წლამდე. კონკურსს ატარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ავტობიოგრაფია;

2. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა (დიპლომი);

3. უკვე გაცემული შრომის წიგნაკი;

4. ცნობა ნასამართლობის შესახებ;

5. ორი ფოტოსურათი;6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


დაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მისამართზე: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, XII კმ. #6, თბილისის საქალაქო სასამართლო, საკონტაქტო ტელეფონი: 877 28-35-14).