ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის, ბორჯომის ნაკრძალის ტერიტორიაზე და დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის კერების ლიკვიდაციაში და სამაშველო სამუშაოებში უკვე მეოთხე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომის, ხაშურისა და ახალციხის რაიონული სასამართლოების მოსამართლეები და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გია ბერაიას განცხადებით, მათი დიდი სურვილი იყო დახმარებოდნენ მეხანძრეებს და სამაშველო სამსახურებს, რათა ნაკრძალი და სატყეო მეურნეობა საბოლოოდ არ განადგურებულიყო. აღნიშნულის მიზნით ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ საგანგებო შტაბთან, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე ხელმძღვანელობს.