2012 წლის 22-23 მაისს, წინანდალში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის “JILEPI”-ს ფინასური მხარდაჭერით იმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე “მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური წარმოება”.
შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა კობერიძე, საქართველოს უზნაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები ლაშა კალნადაძე და გიორგი შავლიაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლები.
შეხვედრაში მონაწილოებს საერთაშორისო ექსპერტი, კალიფორნიის შტატის მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების კომისიის ხელმძღვანელი ქალბატონი ვიქტორია ჰენლი. აგრეთვე “JILEPI”-ს წარმომადგენლები გიორგი ჩხეიძე და ინგა თოდრია.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური გადაცდომების შესახებ საქმეების წარმოების მიმართულებები და არსებული ტენდეციები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.