ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სალომე სამხარაძე

სალომე სამხარაძე

სალომე სამხარაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1990 წლის 29 ივნისს ქ. თბილისში.

განათლება

2007 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 23 საჯარო სკოლა.

2010 წლის აპრილი-მაისში სწავლებას გადიოდა "სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტში" (USAID).


2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2016 წელს დაამთავრა შპს ,,საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის" (SDASU) მაგისტრატურა.

2018 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია).

2018 წლის აპრილი-მაისში გაიარა ტრენინგი "ადამიანის უფლებათა სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში" (USAID).

2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2010-2011 წლებში იყო სტაჟიორი საქართველოს უზენაესი სასამართლოში.

2011 წლის იანვრიდან სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის სპეციალისტი.

2011-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.

2013-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2016-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2020-2021 წლებში იყო კონსულტანტი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2021 წლის მარტიდან ივნისამდე იყო პრაქტიკანტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

დამატებითი ინფორმაცია