პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1992 წლის 24 აპრილს ქ. ბათუმში
განათლება
2010 წელს დაამთავრა ქ. ოზურგეთის N 2 საჯარო სკოლა
2014 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2016 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურა სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით
2017 წელს გაიარა ტრენინგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაცია - Promoting Rule of Law in Georgia (PROLoG)
2018 წელს გაიარა მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, გამოხატვის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და სამართლიანი სასამართლოს უფლება
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
2014-2016 წლებში იყო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში
2016-2018 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში
2018-2020 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2020-2022 წლებში იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს მწერალი თანაშემწე საქართველოს უზენაეს სასამართლოში
2022-2023 წლებში იყო სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე საქართველოს უზენაეს სასამართლოში
2024 წლის დეკემბრიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე