პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1990 წლის 11 აგვისტოს ქ. ჭიათურაში.
განათლება
2007 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 133 საჯარო სკოლა.
2012 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2015 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2018 წელს გაიარა მედიატორთა ტრენინგი (UNDP).
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2014-2016 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.
2016 წელს იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მაგისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
2016-2019 წლებში იყორუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მაგისტრი - I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2020-2021 წლებში იყო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
2021-2024 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.