პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1966 წლის 29 დეკემბერს ქ. ბათუმში.
განათლება
1984 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის სხალთის საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1999 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1993-1996 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის იურისტ-კონსულტის თანამდებობაზე.
1996-1998 წლებში მუშაობდა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის იურისტ-კონსულტანტად.
1999-2009 წლებში იყო შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის თებერვლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.