ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკონსულტაციო კომპანიებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს

21 ნოემბერი 2017

21 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ მიმართეს.

შეხვედრის მიზანი, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, იმ სამართლებრივი საკითხების განხილვა იყო, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე. კერძოდ, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, ონლაინ-სესხებისა და მსგავსი მარტივი ხასიათის დავების გადაწყვეტა, ელექტრონული სამართალწარმოების პროგრამის ეფექტიანობა, სპეციალიზებული კოლეგიებისა და პალატების შექმნის ინიციატივა, სასამართლო საქმეების საძიებო სისტემის დახვეწა და სხვა.

ეკონომიკურ-სამართლებრივი კომიტეტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და EY-ის ინიციატივით 2016 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიებაა. კომიტეტი ამ ეტაპზე წევრების სახით 12 ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიას აერთიანებს.