2007 წლის 22 დეკემბერს, 9 საათზე, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.
ტესტირების გავლის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი 93 ადამიანმა გამოთქვა.
პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს იურიდიული განათლება და ფლობს სამართალწარმოების ენას.
პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება ტესტური მეთოდით, ერთ ტურად. გამოსაცდრელი, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შერჩეული ასი საკითხიდან 85 ან მეტ ქულას დააგროვებს, ჩაითვლება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებულად.
ტესტირება ექვსი საათი გაგრძელდება.
გამსვლელი ქულის მქონე გამოსაცდელებისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.