საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 თებერვლის #92 განკარგულებით დაინიშნა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 6 მარტს.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სამართალწარმოების ენას.
გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 15 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების შესახებ;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, ჩაბარებული საგნების დანართითურთ;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3ხ4.
პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება ტესტური მეთოდით. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლება 6 საათი. გამოცდის მსვლელობისას გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში 85 ან მეტ ქულას დააგროვებს, ჩაითვლება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებულად.
პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის ტესტები გამოქვეყნდება გამოცდის ჩატარებამდე 10 დღით ადრე, საკანონმდებლო მაცნეში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის მომრებზე: 27 31 00 + 111, 128, 130, 219 (შიდა).