დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სასამართლო რეფორმას, მიღწევებსა და პერსპექტივებს.
სტუდენტები მათი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე დაინტერესდნენ მატერიალური და პროცესუალური სისხლის სამართლის პრობლემატური საკითხებით. ყურადღება გამახვილდა სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლიანობაზე.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს სტუმრობისათვის. თავის მხრივ, სტუდენტებმა მომავალი შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვადასახვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.