ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე ორდღიანი სემინარი გაიმართა

07 ნოემბერი 2016

 „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით 2016 წლის 5-6 ნოემბერს  სასტუმრო ,,კაჭრეთის ამბასადორში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე  ორდღიანი სემინარი  გაიმართა.

სემინარში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატი, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. სემინარს უძღვებოდა ექსპერტი თორნიკე გურული.

შეხვედრის მონაწილეებმა შეაფასეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოების საზოგადოებასთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობა. იმსჯელეს არსებული სუსტი და ძლიერი მხარეების დაძლევისათვის განსავითარებელ გეგმაზე. მონაწილეებმა ერთობლივად განსაზღვრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციური სტრუქტურა თავისი უფლება-მოვალეობებით.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებმა დასახეს კონკრეტული აქტივობები, თუ რა ფორმით გააგრძელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასახული მიზნის მიღწევას 2017 წელს.

შეხვედრის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს რეკომენდაციებით ექსპერტი წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე.