2011 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეში, საერთო სასამართლოებს შორის გამართული ღია ტურნირი ჭადრაკში დასრულდა. აღნიშნულ ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ესწრებოდა, ხოლო გამარჯვებულებს პრიზები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ გადასცა.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა 28 მონაწილეს შორის და მასში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთო სასამართლოების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
7-დან 6 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა გიგა ქუტიძემ (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს კურიერი). ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
მეორე ადგილის მფლობელი გახდა – ალექსანდრე იოსელიანი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე)
მესამე ადგილის მფლობელი – გიორგი კობახიძე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერი).
ტურნირში მონაწილეობდნენ საერთო სასამართოების მოსამართლეები, აპარატის და ასაქრთველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ ჩაატარებს მსგავს სპორტულ ღონისძიებებს, რომელიც პერმანენტული ხასიათს მიიღებს.