ინტელექტუალურ თამაშში საერთო სასამართლოების 13 გუნდი მონაწილეობდა. თითო გუნდი ექვსი მოაზროვნისგან შედგებოდა. თამაშის მონაწილეებს, წამყვანის-ლაშა კილაძის მიერ დასმულ 30 კითხვაზე ერთდროულად უწევდათ პასუხის გაცემა.
მოთამაშეების გარდა ინტელქტუალურ თამაშში მაყურებელიც ჩაერთო. წამყვანმა მათ 10 კითხვა დაუსვა, რომელთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდა და სატელევიზიო გადაცემაზე ,,რა? სად?, როდის?“ დასწრების უფლება მოიპოვეს.
საერთო სასამართლოებს შორის გამარჯვებული გუნდის მოაზროვნეებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ გააგრძელებს აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც ტრადიციად იქცევა.