საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების სისტემაში დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული 5 ახალი მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი, ნათია მერაბიშვილი, ხათუნა ხარჩილავა, გიორგი ბუხრაშვილი და ვლადიმერ ხუჭუა.
დღესვე ახლადდანიშნული მოსამართლეები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცს დადებენ. მოსამართლის ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრებიან.
ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ, 10 - თვიანი სწავლების კურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარეს.
ფიცის დადების შემდეგ მოსამართლეები თბილისის და საქართველოს რეგიონების სასამართლოებში შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას.