საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების სისტემაში დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული 3 ახალი მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი, კახაბერ მაჭავარიანი და თამარ ხაჟომია.
ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცი დადეს. მოსამართლის ფიცის დადების ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა 10 თვიანი სწავლების კურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარეს.
ფიცის დადების შემდეგ მოსამართლეები თბილისის და საქართველოს რეგიონების სასამართლოებში შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას.