დღეს, სასტუმრო `ქორთიარდ მერიოტში~, გაიხსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის ეგიდით ორგანიზებული ერთობლივი კონფერენცია თემაზე: ,,სასამართლოს დამოუკიდებლობა და იურიდიული განათლება - დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემის საყრდენი”. კონფერენციის მთავარი განსახილველი თემები იყო სასამართლო სისტემა, მისი დამოუკიდებლობა და მოსამართლეების კვალიფიკაცია.
კონფერენცია გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა, რომელმაც ისაუბრა კანონის უზენაესობის დამკვიდრებაზე, მის განხორციელებაზე და მიმდინარე სასამართლოს რეფორმის სტატუსზე.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა აშშ-ს აპელაციის ფედერალური სასამართლოს უფროსი მოსამართლე ჯონ მ. უოკერი, რომელმაც დადებითად შეაფასა სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა საქართველოში, კერძოდ, ის ცვლილებები, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობაში და ემსახურება მოსამართლეთა სოციალური გარანტიების განმტკიცებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ გოგიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე.
კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ხიზანიშვილმა, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შერჩევასა და მომზადებაზე, ასევე მოსამართლეთა დანიშვნის ახალ წესზე, რაც გულისხმობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესაძლებლობას და რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.