ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საერთაშორისო კონფერენცია სამართლებრივ საკითხებზე

17 ივლისი 2008
2008 წლის 18-19 ივლისს სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის ეგიდით გაიმართება ერთობლივი კონფერენცია თემაზე: ,,სასამართლოს დამოუკიდებლობა და იურიდიული განათლება - დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემის საყრდენი”.

კონფერენციას გახსნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი.

მისასალმებელი სიტყვებით გამოვლენ ამერიკის იურისტთა ასოციაციის სამხარეო დირექტორი გერი ლედბეტერი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი. მოხსენებას წაიკითხავს აშშ-ს აპელაციის ფედერალური სასამართლოს უფროსი მოსამართლე ჯონ მ. უოკერი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სტუმრები აშშ-დან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან.

კონფერენცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ,,ვორლდ ლერნინგის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.