2011 წლის 31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: კახა კობერიძე და ლაშა კალანდაძე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი სტუმრებისთვის საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ბოლო პერიოდში ამ კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა იყო.
საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა - მოსამართლეთა შერჩევის ახალი კრიტერიუმები, მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებული ცვლილებები, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცემა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობისა და პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა და ა.შ.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ წინადადებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც მიმდინარე წლის ანალოგიურ შეხვედრებზე დაისვა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა, რაც სამუშაო რეჟიმში კვლავ გაგრძელდება.