2011 წლის 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: კახა კობერიძედა ლაშა კალანდაძე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრის მიზანი სტუმრებისთვის საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ბოლო პერიოდში ამ კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალურიდა საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა იქნება.
შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ იმ წინადადებებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ანალოგიურ შეხვედრაზე დაისვა.
შეხვედრები ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.