დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და საბჭოს წევრებმა USAID–ის მიერ დაფინანსებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ექსპერტს თიმოთი ბალანდს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მოსამართლეობის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმებზე.
ერთიანი სრულყოფილი დოკუმენტი ერთობლივი მუშაობის შედეგად კონსენსუსის გზით, ევროპული გამოცდილების საფუძველზე და უცხოელი კოლეგა ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების პრინციპების, კრიტერიუმებისა და პროცედურის თაობაზე, მსჯელობის შედეგად შეიქმნა.
აღნიშნულ პროექტზე მუშაობის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველოში სტუმრად მყოფი, USAID–ის მიერ დაფინანსებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ექსპერტი თიმოთი ბალანდი.
„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში“ ცვლილებები 2014 წლის 24 სექტემბერს შევიდა.
მოსამართლეობის კანდიდატების კონკურსის წესით შერჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით განხორციელდება.
USAID–ის მიერ დაფინანსებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს.