საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები და აპარატის თანამშრომლები უწმინდეს და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს - ილია II-ს შეხვდნენ. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა სტუმრები.
უწმინდესთან შეხვედრა ყოველთვის დიდი ბედნიერებაა. უფალს შევთხოვთ, დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი, რომელიც, თითოეული ჩვენგანისთვის, საქართველოსთვის გულმხურვალედ ლოცულობს.