კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა, მიწვეული იყვნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კახა კობერიძე და გიორგი შავლიაშვილი.
კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული მხარის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს გამოცდილება ყურადსაღებია და გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ქვეყნებში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობისას.
საგულისხმოა, რომ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისა და სასამართლო რეფორმის მიღწევების გაცნობის მიზნით, თებერვლის დასაწყისში თბილისს უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სტუმრობდა.