იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თოთხმეტი წევრი მონაწილეობდა. მაია შოშიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ცამეტი ხმით დაინიშნა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ ვაკანსიაზე დანიშვნის სურვილი ხუთმა მოსამართლემ გამოთქვა. მათთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას გაიმართა.