ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რომეო ტყეშელაშვილი

რომეო ტყეშელაშვილი

რომეო ტყეშელაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1984 წლის 27 ნოემბერს ქ. ქუთაისში.

განათლება

2002 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის საერო საშუალო სკოლა ლამპარი.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2007-2008 წლებში გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის კურსები.

2007 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2009 წელს ჩააბარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, ამავე წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასაწავლო კურსი.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი.

2007-2008 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე.

2010 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი.

2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიის (განყოფილების) სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის სპეციალისტი.

2012-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.

2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.

2021-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.