პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1963 წლის 22 სექტემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1980 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 16 საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1981-1983 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
1992 წელს მუშაობდა თბილისის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორად.
1992-1993 წლებში მუშაობდა მცირე საწარმო ”გუმბათში”.
1993-1994 წლებში მუშაობდა დაცვის ბიურო ”ანტალანტაში”.
1995-1999 წლებში მუშაობდა შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლად.
2000 წელს მუშაობდა კავშირ ”კოსნტიტუციის 42-ე მუხლი” ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის კონსულტანტად.
2000-2006 წლებში იყო ყაზბეგის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2003-2006 წლებში იყო ყაზბეგის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2006-2012 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2012 წელს მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იურისტად.
2012- 2014 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი.
2012-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნებაში”, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელად.
2015-2016 წლებში იყო სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში.
2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ვადის მიღწევამდე.