ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რომან კუპატაძე

რომან კუპატაძე

რომან კუპატაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 6 სექტემბერს ქ. თელავში.

განათლება

1992 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 172 საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ,,ალმა მატერი“.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

2014-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

1998-2001 წლებში მუშაობდა კერძო საადვოკატო ფირმა შპს ,,სიმართლეში" ადვოკატად.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსად.

2004 წელს მუშაობდა ჯერ ასპინძის, ხოლო შემდეგ ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად.

2004-2007 წლებში მუშაობდა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში უფროსი იურისტის თანამდებობაზე.

2007-2013 წლებში მუშაობდა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში უფროსი იურისტის თანამდებობაზე.

2013-2016 წლებში იყო სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილების უფროსი.

2016-2020 წლებში იყო გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020-2022 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2022-2023 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2024 წლის იანვრიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.