პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 2 მარტს, ქედას რაიონის სოფელ მახუნცეთში.
განათლება
1989 წელს დაამთავრა ქედის რაიონის სოფ. მახუნცეთის სკოლა-ინტერნატი.
1997 წელს დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2001 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2001-2003 წლებში მუშაობდა შპს ''ჭოროხის არამადნეული მასალების ქარხნის'' იურისტად.
2003-2005 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატად.
2005-2007 წლებში იყო ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2012 წლებში იყო ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005-2009 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2012–2013 წლებში იყო ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2013-2015 წლებში მივლინების საფუძველზე ახორციელებდა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას ცაგერის რაიონული სასამართლოს ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
2015-2019 წლებში იყო ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2017 წლის აგვისტოდან დაეკისრა ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
2019 წლის ივნისიდან სექტემბრამდე იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე.
2019 წლის სექტემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2021 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოილებას ახორციელებს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში.
2022 წლის ოქტომბრიდან დაკისრებული აქვს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.