ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რეზო ნადოი

რეზო ნადოი

რეზო ნადოი

მაგისტრატი მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1971 წლის 16 აგვისტოს ქ. თბილისში.

განათლება

1989 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 121 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1997-1999 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამგორის განყოფილების გამომძიებლად.

1999-2001 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის სამმართველოში უფროს გამომძიებლად.

2001-2004 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

2006-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2011 წლის მაისიდან ოქტომბრამდე იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტის" დირექტორი.

2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე იყო "რეზო ნადოის" იურიდიული ოფისის დამფუძნებელი, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2012-2015 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი.

2015-2018 წლებში იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2018 წლის მარტში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი.

2018-2020 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი.

2020 წლის მაისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი.

2020 წლის დეკემბრიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში.