პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 11 აგვისტოს მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონში
განათლება
1996 წელს დაამთავრა დიდი ჭყონის საშუალო სკოლა
2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით
2003 წლის ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა
2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა
2007-2009 წლებში სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში
სამუშაო გამოცდილება
2002-2005 წლებში მუშაობდა "ადვოკატთა კავშირი XXI"- ში ადვოკატად
2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ
2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში
2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე
2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე
2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე
2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
2019 წლის ოქტომბრიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი
2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2024 წლის 12 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია