პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 11 აგვისტოს მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონში.
განათლება
1996 წელს დაამთავრა დიდი ჭყონის საშუალო სკოლა.
2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2003 წლის ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007-2009 წლებში სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
სამუშაო გამოცდილება
2002-2005 წლებში მუშაობდა "ადვოკატთა კავშირი XXI"- ში ადვოკატად.
2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში.
2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.
2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2019 წლის ოქტომბრიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი.
2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე