მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ცხადდება კონკურსი სტაჟიორთა მისაღებად შემდეგ სასამართლოებში:
ა) ქუთაისის სააპელაციო სასამართლო;
ბ) ქუთაისის საქალაქო სასამართლო;
გ) ბათუმის საქალაქო სასამართლო;
დ) ფოთის საქალაქო სასამართლო;
ე) რუსთავის საქალაქო სასამართლო;
ვ) გორის რაიონული სასამართლო;
ზ) ხაშურის რაიონული სასამართლო;
თ) მცხეთის რაიონული სასამართლო;
ი) ზუგდიდის რაიონული სასამართლო;
კ) ახალციხის რაიონული სასამართლო;
ლ) თელავის რაიონული სასამართლო.
სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
`ე~, `ვ~ და `ზ~ ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შესაბამისი სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინონ:
ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
ვ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4)
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
საბუთების მიღება იწარმოებს 2008 წლის 8 აპრილის ჩათვლით, 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
კონკურსი ჩატარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით.
დაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საკონკურსო-საატესტაციო კომისიების სამდივნოებს შემდეგ მისამართებზე:
ქ. ქუთაისში - ნიუ-პორტის ქ. #32, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.
ქ. ქუთაისში - კუპრაძის ქ. #11, ქუთაისის საქალაქო სასამართლო.
ქ. ფოთში - დ. აღმაშენებლის ქ. #3, ფოთის საქალაქო სასამართლო.
ქ. გორში - ტინისხიდის ქ. #1, გორის რაიონული სასამართლო.
ქ. რუსთავში - ბოსტანქალაქის ქ. #6, რუსთავის საქალაქო სასამართლო.
ქ. ბათუმში - ჯავახიშვილის ქ. #5, ბათუმის საქალაქო სასამართლო.
ქ. ზუგდიდში - ლაღიძის ქ. #12, ზუგდიდის რაიონული სასამართლო.
ქ. თელავში - კავკასიონის ქ. #29, თელავის რაიონული სასამართლო.
ქ. ხაშურში - კოსტავას ქ. #15, ხაშურის რაიონული სასამართლო.
ქ. ახალციხეში - ჯავახეთის ქ. #56-ა, ახალციხის რაიონული სასამართლო.
ქ. მცხეთაში - სამხედროს ქ. #17.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტ: 27 31 14